Decorate Your
Life
With Tulips!
From Zugdidi with Love!
ტიტა
ტიტა (ლათ. Tulipa) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი შროშანისებრთა ოჯახისა. აქვს კვერცხისებრი ან მომრგვალო ბოლქვი, ცილინდრული, სწორმდგომი ღერო, რომლის სიმაღლე 6—50 სმაღწევს, ზედ 2—6 ოთოლია. ღეროზე უვითარდება ერთი (ან რამდენიმე) ღია ფერის ყვავილი, რომელიც მზიან ამინდში გადახსნილია, ხოლო ღამით — დახურული. ჯვარედინმტვერიაა. ნაყოფი სამწყნაგიანი კოლოფია, თესლი ბრტყელია, მოყავისფრო ყვითელი. ტიტა მრავლდება თესლით, კულტურაში — თესლითა და ბოლქვაკებით. გვარში 140 სახეობაა. საქართველოში ქართლის რაიონებში ტიტას 2 სახეობა ხარობს — Tulipa Eichleri დაTulipabieberstenianna. ამჟამად კულტურაშია ველური სახეობებისაგან მიღებული 4000–ზე მეტი ჯიში. ტიტას ყვავილი სურნელოვანია, ზოგიერთი ჯიშის გარდა. ყვავილობს საშუალოდ 15 დღეს, საგვიანო ჯიშები — 25—30 დღემდე. ღეროს სიმაღლისა და ყვავილის ფორმის მიხედვით ტიტა იყოფა შემდეგ საბაღო ჯგუფებად: მარტივი ადრეულა, ბუთხუზყვავილა ადრეულა, ტრიუმფი, კოტეჯისა, დარვინისა, ბრიდერისა, დარვინის ჰიბრიდები და სხვა. ტიტას იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში, კლუმბებს, რაბატების, კლდებაღის, ყვავილწნულების გასაფორმებლად, თაიგულებად და სხვა.
მოგესალმებით ჩვენი ვებ-გვერდის სტუმრებო! პირველ ყოვლისა გვინდა მადლობა მოგიხადოთ აქ შემობრძანებისთვის. ჩვენი საქმიანობა მოიცავს სასათბურე პირობებში სხვადასხვა სახეობის ჰოლანდიური წარმოშობის ტიტების მოვლა-მოშენებას მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. გაცნობებთ რომ თებერვლის ბოლოსთვის ველოდებით ტიტების პირველ პროდუქციას. ყვავილების ასორტიმენტები იხილეთ განყოფილებაში Variety. ამ ეტაპზე ვეძებთ რეალიზატორებს. დაინტერესებულებმა გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: ზუგდიდი, ჩხორია, სოხუმის ქუჩა 36, ტელ: 00995 599 49 20 48 email: info@flowersfromzugdidi.com
დარგვა და მოვლა
ტიტის ბოლქვები მიწაში გვიან შემოდგომით ირგვება (ნოემბრის მეორე ნახევრიდან დეკემბრის პირველ ნახევრამდე). მცენარეს ნოყიერი და ფხვიერი ნიადაგი უყვარს, ამიტომ დარგვის წინ, ადგილი კარგად უნდა დაამუშაოთ: მიწა კარგად დაბარეთ, შემდეგ გააფხვიერეთ და სასუქიც (ნაკელი ან ნიტროამოფოსი, იგივე NPK) შეიტანეთ.
იმ შემთხვევაში, თუ მიწა მძიმეა და დასველებისას იზილება, მასში ცოტაოდენი ქვიშა შეურიეთ - ქვიშა ჯერ მიწაზე მიმოაბნიეთ და შემდეგ ჩაბარეთ. თუ მშრალი ამინდებია და ნიადაგის ტენიანობა ნაკლებია, ჩარგავმდე რამდენიმე დღით ადრე მიწა კარგად მორწყეთ.
ტიტები ირგვება სათითაოდ, ერთმანეთისგან განცალკავებულად, მზიან, ქარისგან დაცულ ადგილზე. ინტერვალი დამოკიდებულია ჯიშის სიდიდეზე ანუ რაც მეტად დიდი ზომის უნდა გაიზარდოს მცენარე, მით უფრო მეტად ვაშორებთ ბოლქვებს ერთმანეთისგან.
დაბალი ჯიშის ტიტები ერთმანეთისგან - 8-12 სმ-ის, ხოლო მაღალი ჯიშები 20-25 სმ-ის დაშორებით უნდა ჩაირგას. ჩასარგავი ორმოები, დაახლოებით, ბოლქვის სამმაგი სიღრმის უნდა ამოვიღოთ, რომელშიც წინასწარ გადარჩეულ საღ და მსხვილ ბოლქვებს წვეროთი ზემოთ მოვატავსებთ. ზემოდან მიწა კარგად უნდა გადავასწოროთ - ისე, რომ ბოლქვის ზემოდან მიწა, დაახლოებით, ორი ბოლქვის სიმაღლისა იყოს.
დარგვიდან დაახლოებით 10-15 დღეში ბოლქვი დაფესვიანებას დაიწყებს (5-10C0), ფოთლის კვირტიც მიწისქვეშ დაიბერება და მცენარე ამ სტადიაში გამოიზამთრებს.
მიწის ზემოთ მცენარე მხოლოდ გაზაფხულზე, დათბობისთანავე ამოიწვერება.
რაც შეეხება მორწყვას -ახალდარგული ტიტა, თუ მას ტენიან მიწაში ჩარგავთ, მორწყვას არ საჭიროებს. ტიტა უნდა მოირწყას გვალვიან გაზაფხულზე, რადგან ვეგეტაციის პერიოდში სიმშრალეს ცუდად იტანს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტიტა, ისე როგორც ყველა სხვა ბოლქვიანი მცენარე, მიმდინარე წელს ივითარებს მომავალი წლის ყვავილსაც, ანუ წლევანდელი მოვლის პირობები მომავალ წელს მის ყვავილობას განსაზღვრავს.
შესაბამისად, მიმდინარე წელსაც ისევე იყვავილებს, როგორი პირობებიც შარშან ჰქონდა.
თუ დარგვისას სასუქი კარგად მოვუმარაგეთ, ამოსვლისას შეგვიძლია, მხოლოდ აზოტიანი სასუქი დავუმატოთ. ყვავილობისას კი სასარგებლო იქნება წყალში გახსნილი ნიტროამოფოსის მიცემა.